Belive

28 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში 

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები "დინამო არენაზე" ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 28 მარტს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება. იქამდე, ვიდრე ვილი სანიოლის გუნდი მოედანზე გავა და 2021 წელს პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება, საინტერესოა გავიხსენოთ, თუ როგორია 28 მარტი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. "ჯვაროსნებს" არსებობის 30-წლიან ისტორიაში 28 მარტის თარიღით აქამდე 4 შეხვედრა ჩაუტარებიათ, საიდანაც ორი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ორში კი უკეთესი მეტოქე გუნდი აღმოჩნდა.

საქართველო - რუმინეთი 0:2 

წელი: 2001 სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი) დასწრება: 27 000 ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი შემადგენლობა: დავით გვარამაძე - ლევან სილაგაძე (ალექსანდრე იაშვილი, 72), ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე - გიორგი ნემსაძე (კ), მიხეილ ყაველაშვილი (ზაზა ჯანაშია, 52) - თემურ ქეცბაია (რევაზ ქემოკლიძე, 60), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე. მთავარი მწვრთნელები: რევაზ ძოძუაშვილი და დავით ყიფიანი.
საქართველო - რუმინეთი 0:2 | Georgia - Romania 0:2 | 28.03.2001 - YouTube

საქართველო - ფარერების კუნძულები 3:1 

წელი: 2007 სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი) დასწრება: 8 000ტურნირი: 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გოლები: 1:0 დავით სირაძე (27), 2:0, 3:1 ალექსანდრე იაშვილი (47, 90+5) შემადგენლობა: გიორგი ლომაია - დავით კვირკველია, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ლევან კობიაშვილი, (კ/55, ყვითელი ბარათი/62, ზურაბ მენთეშაშვილი) - დავით მუჯირი, ჯაბა კანკავა, გიორგი შაშიაშვილი - ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე (64, ყვითელი ბარათი). მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიულერი.
საქართველო - ფარერები 3-1 (2007 წელი) - MYVIDEO

კვიპროსი - საქართველო 2:1 

წელი: 2009 სტადიონი: ანტონის პაპადატუპულოსის არენა (ლარნაკა) დასწრება: 1151 ტურნირი: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გოლი: 2:1 ლევან კობიაშვილი (71, პენალტი) შემადგენლობა: გიორგი ლომაია - უჩა ლობჟანიძე (25, ყვითელი ბარათი), გიორგი შაშიაშვილი (75, ყვითელი ბარათი), ზურაბ ხიზანიშვილი (73, ყვითელი ბარათი), ალექსანდრე კვახაძე - დავით ოდიკაძე, ლევან კობიაშვილი (კ), ლუკა რაზმაძე - ლევან მჭედლიძე (დავით სირაძე, 28), ალექსანდრე იაშილი, ბექა გოცირიძე. მთავარი მწვრთნელი: ჰექტორ რაულ კუპერი.

საქართველო - ლატვია 5:0

წელი: 2017 სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი) დასწრება: 14 000 ტურნირი: ამხანაგური მატჩი გოლები: 1:0, ჯანო ანანიძე (18, პენალტი, 78), 2:0, 3:0 გიორგი ქვილითაია (33, 66), 4:0 ჯანო ანანიძე (77), 5:0 89 გიორგი არაბიძე. შემადგენლობა: გიორგი მაკარიძე - უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია (კ/ ყვითელი ბარათი, 85), დავით ხოჭოლავა (ყვითელი ბარათი, 75), გიორგი ნავალოვსკი (78, ჯიმი ტაბიძე) - ჯანო ანანიძე (83, ვაკო ყაზაიშვილი), ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია (ოთარ კიტეიშვილი, 36), ჯაბა ჯიღაური (გიორგი არაბიძე, 63) - ვლადიმერ დვალიშვილი (63, ალექსანდრე კობახიძე), გიორგი ქვილითაია (78, ნიკა კაჭარავა). მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.
საქართველო 5:0 ლატვია - GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები