Belive

280 მილიონი სამ წელიწადში - ბარსელონას ახალი სპონსორი ეყოლება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას ახალი სპონსორი ეყოლება. კატალონიური გრანდის ახალი მხარდამჭერი მუსიკალური მომსახურების კომპანია, Spotify იქნება. შვედურ კომპანიასა და ესპანურ საფეხბურთო კლუბს შორის კონტრაქტი უახლოეს დღეებში გაფორმდება, რომელიც ძალაში 2022/23 წლების სეზონის დასაწყისიდან შევა და რომელიც ძალაში 3 წლის განმავლობაში იქნება. მხარეთა შორის თანამშრომლობის პერიოდში, "ბარსა" 280 მილიონ ევროს მიიღებს. Spotify-ის ლოგო "ბლაუგრანას" მაისურებზე იქნება განთავსებული. კომპანია ასევე კამპ ნოუს სტადიონის სახელზე უფლებებს შეიძენს. საინტერესოა, რომ 2021 წლის ზაფხულში Spotify-ის ლონდონის "არსენალის" შესყიდვა სურდა, თუმცა სტენ კროენკემ უარი თქვა. ლა ლიგაში ჩატარებული 22 შეხვედრის შემდეგ, ხავი ერნანადესის გაწვრთნილ გუნდს 38 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს.  

სხვა სტატიები