Belive

29 მარტი: 5 სანაკრებო მატჩი ერთ დღეს

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მიმდინარე სანაკრებო პაუზა, ქართული ფეხბურთისთვის საკმაოდ დატვირთული და საინტერესოა, ამ პერიოდში კი 29 მარტი განსაკუთრებულად დატვირთული და საინტერესო სათამაშო დღეა. აღნიშნულ დღეს საქართველოს ნაკრების სამი ასაკობრივი კატეგორიის და ეროვნული გუნდი ითამაშებს, აქედან ერთ-ერთს კი ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია. კონკრეტულად, 29 მარტს, საქართველოს U17, U18, U19, U21 და მთავარი ნაკრებები ითამაშებენ, კალენდარი კი დეტალურად შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველო U17 - შოტლანდია U17 20:30

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი, რომელიც შოტლანდიაში იმართება, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისთვის შესაძლოა ისტორიული შედეგით დასრულდეს. იმისათვის, რომ ისრაელში, მაის-ივნისში გასამართ ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს, ბოლო ტურის შეხვედრაში გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძელ თანატოლებს უნდა სძლიონ, თუმცა სატურნირო მდგომარეობის გათვალისწინებით, 8 ჯგუფის 7 საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოსახვედრად ქართველ ფეხბურთელებს შესაძლოა ქულაც კი ეყოთ. აქამდე, 17-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ ორჯერ აქვს ნათამაშები, ბოლოს კი ეს 2012 წელს გააკეთეს.
17-წლამდე ნაკრებმა ელიტ რაუნდის მეორე ტურში ჩეხეთი დაამარცხა

საქართველო U18 - ჩრდ.მაკედონია U18 15:00

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები სხვა ასაკობრივი კატეგორიებისგან განსხვავებით ოფიციალურ ტურნირებში არ მონაწილეობს, თუმცა მარტის თვეს ამხანაგური შეხვედრებისთვის იყენებს და პორტუგალიის ტურნირზე მონაწილეობს. მასპინძელ პორტუგალიასთან დიდი ანგარიშით - 0:5 მარცხისა და სლოვაკეთთან უგოლო ფრეს თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის 18-წლამდელ ფეხბურთელებს დაუპირისპირდება. ამ მომენტისთვის, საქართველოს 18-წლამდე ნაკრები ტურნირის ჯგუფში მესამე პოზიციას იკავებს.
18-წლამდე ნაკრები პორტუგალიის ოთხთა ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას

საქართველო U19 - ხორვატია U19 14:00 

17-წლამდელთა მსგავსად, 19-წლამდე ნაკრებსაც ელიტ-რაუნდის მასპინძელ გუნდთან დაპირისპირება ელის, თუმცა მათგან განსხვავებით, ვასილ მაისურაძის გუნდს სატურნირო მოტივაცია აღარ აქვს. პირველ ტურში რუმინეთთან მარცხის (1:5) და ისლანდიასთან ნათამაშები ფრეს (1:1) შემდეგ, ქართველი 19-წლამდელები პრესტიჟის გამარჯვების მოპოვებას ხორვატიასთან შეეცდებიან, რომელთაც სატურნირო მოტივაცია ასევე არ გააჩნიათ.
U19 | ესტონეთი 1:2 საქართველო

საქართველო U21 - ესტონეთი U21 18:00

ახალგაზრდული ნაკრები წლის პირველ შეხვედრას გორში, ბალტიისპირული მეტოქის წინააღმდეგ ჩაატარებს და მეტოქეს ამხანაგურად დაუპირისპირდება. განსხვავებით 17 და 19-წლამდე ნაკრებებისგან რამაზ სვანაძის გუნდს ოფიციალური დაპირისპირება არ ელის და მხოლოდ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელსაც რუმინეთთან ერთად თავად უმასპინძლებს, მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში წვრთნას გადის.
Image 57

საქართველო - ალბანეთი 20:00

ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი წლის პირველ მატჩში მშრალი ანგარიშით გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მეხუთე შეხვედრის მოგებას შეეცდება, რაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია და ეროვნულ გუნდს ასეთი რამ 1998 წლის შემდეგ არ გაუკეთებია. საამისოდ, ვილი სანიოლის გუნდმა სტუმრად ალბანეთის ნაკრები უნდა დაამარცხოს. ალბანეთის ნაკრები, რომელსაც ისტორიაში ყველაზე მეტჯერ შეხვედრილა და რომელთანაც შემდეგნაირი სტატისტიკა აქვს: 14 მატჩი, 8 გამარჯვება, 3 ფრე და 3 მარცხი.
ბოსნია-ჰერცეგოვინა 0:1 საქართველო

სხვა სტატიები