Belive

29 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
2022 წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 მარტს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, მასპინძელი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი, რომელიც თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, საქართველოს პირველი არხის ეთერში გადაიცემა. ნაკრები, რომლის წინააღმდეგაც ჯვაროსნებს არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული, ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს კიდევ ერთხელ, უკვე მეთხუთმეტედ დაუპირისპირდება. საინტერესოა, როგორია აღნიშნული თარიღი საქართველოს ნაკრების ისტორიაში. თუ სტატისტიკას ჩავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოს ნაკრებს ამ თარიღით ისტორიაში სულ 6 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც ჩვენმა გუნდმა 2 ფრედ დაასრულა, 4-ში კი დამარცხდა.

1995

მეტოქე: გერმანიის ნაკრები ანგარიში: 0:2 მეტოქის სასარგებლოდ სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი (თბილისი) დასწრება: 75 000 ტურნირი: ევრო 1996-ის საკვალიფიკაციო ეტაპი შემადგენლობა: აკაკი დევაძე - გიორგი ჩიხრაძე, ზაზა რევიშვილი, მურთაზ შელია, კახა ცხადაძე (კ) - კახი გოგიჩაიშვილი, გოჩა ჯამარაული (გოჩა ჟორჟოლიანი, 62), გიორგი ქინქლაძე, დიმიტრი კუდინოვი, - რევაზ არველაძე, შოთა არველაძე. მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

2000

მეტოქე: ისრაელის ნაკრები ანგარიში: 1:1 სტადიონი: მუნისიპალ არენა (ისრაელი) დასწრება: 8 000 ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გოლი: 1:0 გიორგი ქინქლაძე (27) შემადგენლობა: სოსო გრიშიკაშვილი (დავით გვარამაძე, 46) - ზურაბ ხიზანიშვილი, ლევან სილაგაძე, კახა კალაძე - თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (ზურაბ მენთეშაშვილი, 73) - არჩილ არველაძე (რატი ალექსიძე, 81), გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე (თენგიზ სიჭინავა). მთავარი მწვრთნელები: რევაზ ძოძუაშვილი/დავით ყიფიანი.

2003

მეტოქე: ირლანდიის ნაკრები ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:2 გოლი: ლევან კობიაშვილი 62 დასწერა: 15 000 სტადიონი: მიხეილ მესხის სახელობის არენა (თბილისი) ტურნირი: ევრო 2004-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შემადგენლობა: გიორგი ლომაია - ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ ხიზანიშვილი, გიორგი შაშიაშვილი - გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია (გიორგი დემეტრაძე, 46), გიორგი ქინქლაძე (გივი დიდავა, 70), ლევან კობიაშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი - ალექსანდრე იაშვილი. მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე.

2011

მეტოქე: ისრაელის ნაკრები ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:0 სტადიონი: ბლუმფილდ არენა (თელ ავივი, ისრაელი) დასწრება: 13 716 ტურნირი: ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპი შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი - ალექსანდრე ამისულაშილი, ზურაბ ხიზანიშვილი, აკაკი ხუბუტია, ლაშა სალუქვაძე - მურთაზ დაუშვილი, კახა კალაძე, ჯაბა კანკავა, ლევან კობიაშვილი - ალექსანდრე იაშვილი, ოთარ მარცვალაძე. მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.

2015

მეტოქე: გერმანიის ნაკრები ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 0:2 სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი) დასწრება: 51 000 ტურნირი: ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპი შემადგენლობა: გიორგი ლორია - ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, საბა კვირკველია - უჩა ლობჟანიძე, გიორგი ნავალოვსკი - ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე, კახი მახარაძემ თორნიკე ოქრიაშვილი - ლევან მჭედლიძე. მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ცხადაძე.

2016

მეტოქე: ყაზახეთის ნაკრები ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:1 გოლი: თორნიკე ოქრიაშვილი (38) სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი) დასწრება: 15 000 ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი - ალექსანდრე ამისულაშვილი, გურამ კაშია, უჩა ლობჟანიძე, გიორგი ნავალოვსკი - გიორგი აბურჯანია, ჯანო ანანიძე, ჯაბა კანკავა (კ) თორნიკე ოქრიაშვილი - ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია. მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

სხვა სტატიები