Belive

29-თვიანი პაუზის შემდეგ: ლივერპულის საშინელი სტატისტიკა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესანიშნავ ფორმაში მყოფმა "ლივერპულმა" ყველა ტურნირზე 14-მატჩიანი წაუგებელი სერია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, "ატლეტიკოსთან" (0:1) შეწყვიტა. გარდა იმისა, რომ იურგენ კლოპის გუნდმა მძიმე მარცხი იწვნია და დიეგო სიმეონეს დიდებული დაცვის გარღვევა ვერ მოახერხა, მეტოქის კარში ზუსტად დარტყმაც კი ვერ შეძლო. ბოლოს ასეთი რამ პრემიერლიგაში 26 ტურის შემდეგ წაუგებელ გუნდს თითქმის ორწელიწადნახევრის წინ, 2018 წლის ნოემბერში, "ნაპოლისთან" ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში დაემართა. საპასუხო მატჩი "ენფილდზე", 12 მარტს შედგება, სადაც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულისგან სრულად განსხვავებულ თამაშს უნდა ველოდოთ.

სხვა სტატიები