Belive

რის ჯეიმსს ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატისა და სუპერ თასის მედლები მოპარეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "ჩელსის" მარჯვენა მცველის - რის ჯეიმსის, სახლი გაძარცვეს. ინგლისელი ფეხბურთელი შარშანაც გაძარცვეს, თუმცა მძარცველებმა მისი სახლიდან ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს, ახლა კი მას ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ჩემპიონატისა და უეფას სუპერ თასის მედლები მოპარეს. რის ჯეიმსი ამ ფაქტს სოციალურ ქსელ "Instagram"-ზე გამოეხმაურა და გაასაჯაროვა ვიდეოები, თუ როგორ ძარცვავენ მის სახლს მძარცველები. "14 სექტემბერს, მაშინ როდესაც ჩემპიონთა ლიგის თამაშს ვთამაშობდი "ზენიტის" წინააღმდეგ, ჩემს სახლში შეიჭრნენ მძარცვლები. მე ჩემს მონაპოვარ მედლებს სახლში არასდროს ვინახავ, ისინი ყოველთვის სეიფში მიდევს, თუმცა მათ შეძლეს ამის გახსნა და ჩემი ყველა მონაპოვარი მოიპარეს". - განაცხადა რის ჯეიმსმა.

 
View this post on Instagram
 

A post shared by Reece James (@reecejames)

 

სხვა სტატიები