Belive

3-მილიონიანი შეთავაზება - წიტაიშვილის დამატება MLS-ში სურდათ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შესაძლო იყო, საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, გიორგი წიტაიშვილს კარიერა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე გააგრძელებინა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება, სადაც იწერება, რომ MLS-ის ბინადარი ერთ-ერთი კლუბი ქართველი ფეხბურთელის დამატების მიზნით, კიევის "დინამოს" 3 მილიონ ევროს სთავაზობდა.
"MLS-დან ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა. წიტაიშვილის დამატების მიზნით სამ მილიონ ევროს მთავაზობდნენ, თუმცა მე ის დავარწმუნე, რომ უნდა დარჩენილიყო, რათა უკრაინის ჩემპიონატში განვითარება გაეგრძელებინა, სადაც ის "დინამოს" მწვრთნელები დაკვირვების ქვეშ იქნებოდა", - თქვა უკრაინის მოქმედი ჩემპიონის პრეზიდენტმა, იგორ სურქისმა ua.tribuna.com-თან საუბრისას.
21 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი, რომელმაც 2021 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და "ჯვაროსნების" რიგებში 5 შეხვედრის ჩატარებაც მოასწრო, კიევის "დინამოს" ეკუთვნის, 2021 წლის 21 ივლისის შემდეგ კი "ჩერნომორეცშია" განათხოვბებული, სადაც ყველა ტურნირზე ჩატარებულ 15 შეხვედრაში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები