Belive

3 მიზეზი - UEFA-მ ინგლისელების წინააღმდეგ საქმე აღძრა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-მ ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ საქმე აღძრა. ფეხბურთის მმართველ ორგანოს ევროპის ჩემპიონატის ფინალისტების მიმართ გამოძიება სამი მიზეზით დაიწყო. ოფიციალური განცხადების თანახმად, UEFA-ს სადისციპლინო კომიტეტი დანიელთა ჰიმნის დროს უემბლიზე შეკრებილი ინგლისელი გულშემატკივრის მიერ გამოვლენილი უპატივცემულობისა და პიროტექნიკის გამოყენებას საკითხით დაინტერესდა. გარდა ამისა, საქმე აღიძრა ჰარი კეინის პენალტის დროს, კასპერ შმეიხელისთვის ლაზერით ხელის შეშლის გამოც. შეგახსენებთ, რომ ინგლისელებმა ნახევარფინალში დანია 2:1 დაამარცხეს და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ. ფინალი იტალიასა და ინგლისს შორის 11 ივლისს გაიმართება.

სხვა სტატიები