Belive

3 წლიანი კოშმარის დასასრული - მარკო ვან გინკელი ფეხბურთს დაუბრუნდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თითქმის სამწლიანი კოშმარი მარკო ვან გინკელისთვის დასრულდა - ნიდერლანდელი ფეხბურთელი დიდხნიანი პაუზის შემდეგ მოედანზე გუშინ პირველად გავიდა. როგორც მოგეხსენებათ, 28 წლის ნიჭიერი ნახევარმცველის კარიერას მძიმე ტრავმები ყოველთვის თანსდევდა. მორიგი ასეთი დაზიანება მარკომ 2018 წელს, "პსვ"-ში თამაშის დროს მიიღო. ვან გინკელს მაშინ მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც ხანგძლივი და ურთულესი სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო. რაც შეეხება ნიდერლანდელის დაბრუნებას, ის მოედანზე ერედივიზიონის მე-16 ტურში, "ალკმაართან" 1:3 წაგებული მატჩის 87-ე წუთზე გამოჩნდა. საერთო ჯამში, ვან გინკელმა მუხლის ჯვარედინი იოგების ტრავმის გამო 32 თვის განმავლობაში ვერ ითამაშა. ახლა ის "პსვ"-ში იჯარის წესით თამაშობს და კვლავ "ჩელსის" საკუთრებაა.

სხვა სტატიები