Belive

3-წლიანი პაუზის შემდეგ: ვილიარეალის თილისმა მოედანს უბრუნდება

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელი, ბრუნო სორიანო, მოედანს შესაძლოა სამწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს. "ვილიარეალის" თილისმა და კაპიტანი მოედანზე უკანასკნელად 2017 წლის 21 მაისს, "ვალენსიასთან" მატჩში გავიდა, მას მერე კი ფეხის მძიმე ტრავმა აწუხებდა. 36 წლის ნახევარმცველი ფეხბურთს მიმდინარე წლის მაისში დაუბრუნდა და ვარჯიში განაახლა, ახლა კი 19 ივნისს, ლა ლიგის 30-ე ტურში "გარანადასთან" სტუმრად გასამართი მატჩის განაცხადში მოხვდა. სორიანომ მთელი კარიერა "ყვითელ წყალქვეშა ნავს" მიუძღვნა და 416 შეხვედრაში 31 გოლი გაიტანა. მას საყვარელ კლუბთან კონტაქტი თვის ბოლოს უმთავრდება.

სხვა სტატიები