Belive

30-მილიონიანი ტრანსფერი - არსენალმა სეზონი გახსნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის არსენალმა 2022/23 წლების სეზონის წინ, პირველი ტრანსფერი განახორციელა. მიკელ არტეტას გაწვრთნილმა გუნდმა, "პორტოდან" 22 წლის შემტევი ნახევარმცველი, ფაბიო ვიეირა დაიმატა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. აღნიშნული ტრანსფერი მეთოფეებს 30 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველის დამატება პრემიერ ლიგის სხვა კლუბებსაც სურდათ, თუმცა "ლონდონელები" ამ შემთხვევაში ყველაზე სწრაფები აღმოჩნდნენ. პორტუგალიელი ფეხბურთელი "პორტოში" 2020 წლის 1 ივლისიდან თამაშობდა. ვიეირამ 76 მატჩში 10 გოლის გატანა და 16 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. ამომავალი ვარსკვლავი ორჯერ პორტუგალიის ჩემპიონი - ერთხელ კი, ქვეყნის თასის ტრიუმფატორი გახდა.

სხვა სტატიები