30 წელს გადაცილებული ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

30 წელს გადაცილებულ ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რეიტინგს ლეო მესი უდგას სათავეში. “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავის სატრანსფერო ღირებულება 100.8 მილიონ ფუნტს შეადგენს. აღნიშნული რეიტინგი Transfer Markt-ზე დაყრდნობითაა შედგენილი.

ლეო მესი, რომელიც ივნისში 33 წლის გახდება კვლავ ბრწყინვალე ფორმაშია. ოქროს ბურთის 6-გზის გამარჯვებულის სატრანსფერო ღირებულება, კრისტიანუ რონალდუს შესაძენად საჭირო თანხას თითქმინს ორჯერ აღემატება. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 54 მილიონი ფუნტია. მესამე ადგილს პიერ-ემერიკ ობამეიანგი იკავებს, რომლის სატრანსფერო ღირებულება 50.4 მილიონ ფუნტს შეადგენს.

1. ლეო მესი – 100.8 მილიონი ფუნტი

2. კრიშტიანუ რონალდუ – 54 მილიონი ფუნტი

3. პიერ-ემერიკ ობამეიანგი – 50.4 მილიონი ფუნტი

4. რობერტ ლევანდოვსკი – 50.4 მილიონი ფუნტი

5. მირალემ პიანიჩი – 46.8 მილიონი ფუნტი

6. სერხიო აგუერო – 46.8 მილიონი ფუნტი

7. ტონი კროოსი – 43.2 მილიონი ფუნტი

8. ჩირო იმობილე – 36 მილიონი ფუნტი

9. კაილ უოლკერი – 36 მილიონი ფუნტი

10. ჯორდი ალბა – 36 მილიონი ფუნტი

(9725)

30 წელს გადაცილებული ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი

სტატიის ავტორი
-