Belive

32 წლის ადრიანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს სუპერ თასის მატჩში "ლივერპულმა" "ჩელსი" პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა და სეზონი ტიტულით გახსნა. როგორც მოგეხსენებათ, ალისონ ბეკერის ტრავმის გამო, მერსესაიდელთა კარს ახალწვეული, ადრიანი იცავდა. სწორედ ესპანელმა მეკარემ მოიგერია  გადამწყვეტი პენალტი და "ლივერპულთან" ერთად სუპერ თასი მოიგო. აღსანიშნავი კი ისაა, რომ 32 წლის ადრიანისთვის ეს კარიერაში პირველი ტიტულია. ესპანელმა "ვესტ ჰემში" გატარებულ 6 წელში ვერაფერი მოიგო, "ლივერპულში" გადასვლიდან რამდენიმე დღეში კი ტიტულების მონაგარი გახსნა.

სხვა სტატიები