Belive

გვილია: "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირლანდიიდან სამი ქულა წავიღოთ"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ტურში სტუმრად ირლანდიას დაუპირისპირდება. ვაკო გვილიამ უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა. "რა თქმა უნდა, ირლანდიის წინააღმდეგ თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მარცხით დავიწყეთ, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს. შვეიცარიას ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს და ბრძოლა გრძელდება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ირლანდიიდან სამი ქულა წავიღოთ და ჩვენთვის უსიამოვნო ისტორია დავასრულოთ," - თქვა ვაკო გვილიამ. საქართველოსა და ირლანდიას შორის დაპირისპირება თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები