Belive

34-ე ტიტული: მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონია!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალი ესპანეთის ჩემპიონია. 2017 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში 34-ედ, "სამეფო კლუბმა" ლა ლიგა მოიგო. "ბლანკოსებმა" მორიგი ტიტული გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაიფორმეს. იმისათვის, რომ დედაქალაქელებს ტრიუმფი ეზეიმათ, სულ მცირე 3 ქულა სჭირდებოდათ. ზინედინ ზიდანის გუნდმა მისია შეასრულა და "ვილიარეალს" ბენზემას დუბლის მეშვეობით 2:1 მოუგო, თუმცა ეს საჭიროც არ აღმოჩნდა, რადგან აწ უკვე ექს-ჩემპიონმა და უშუალო კონკურენტმა "ბარსელონამ", "კამპ ნოუზე", 10-კაციან "ოსასუნასთან" 1:2 წააგო. ეს ფრანგი სპეციალისტისთვის მწვრთნელის რანგში მოგებული მე-11 ტიტული გახლავთ. ლეგენდარულმა ზიზუმ მთავარი მწვრთნელის თუ ასისტენტის რანგში, სხვა ყველა შესაძლებელ ტიტულთან ერთად, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის თასიც აღმართა.

სხვა სტატიები