Belive

35,000 ფანის წინაშე მოპოვებული გამარჯვება - პალერმომ სიცილიაში გაიბრწყინა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

12 ივნისს, პალერმოში, "რენცო ბარბერაზე", იტალიის სერია-C-ს პლეი-ოფის ფინალის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც "პალერმო" "პადოვას" დაუპირისპირდა. სტუმრად მოპოვებული გამარჯვების (0:1) შემდეგ, სიცილიაში ფავორიტის სტატუსით "პალერმო" სარგებლობდა - სიცილიურმა კლუბმა 35,000 გულშემატკივრის წინაშე, "პადოვა" კიდევ ერთხელ დაამარცხა (1:0) და სერია-B-ს საგზური მოიპოვა. მძიმე ფინანსური კრიზისისა და გაკოტრების ზღვარზე ყოფნის შემდეგ, ისტორიული საფეხბურთო კლუბი ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდა და იტალიის რანგით მესამე (სერია-C) საფეხბურთო ჩემპიონატში დაქვეითდა. სიცილიურმა კლუბმა გადარჩენა შეძლო და მძიმე ბატალიების შემდეგ, სერია სერია-B-ში აღზევდა. "პალერმოს" ფეხბურთელებს მთელი მატჩის განმავლობაში 35,000 გულშემატკივარი ამხნევებდა. ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, "პალერმოს" ფეხბურთელებმა და ტიფოზებმა გამარჯვება ერთად აღნიშნეს.

სხვა სტატიები