Belive

35 მილიონი 16 წლის ფეხბურთელში 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისში ახალი ტალანტი გამოჩნდა. 16 წლის ნახევარმცველი, რომელშიც შესაძლოა 35 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადონ. საქმე "ბირმინგემ სიტის" ფეხბურთელ ჯიმი ბელინგემს ეხება, რომელსაც თვალს "მანჩესტერ იუნაიტედი" ადგამს. გარდა ამისა, ინტერესი სხვა ევროპულ გრანდებსაც აქვთ, მათ შორის "ლივერპულს", "ბარსელონას", "დორტმუნდს" და "ბაიერნს". ამჟამად ფეხბურთელის ყოველწლიური ხელფასი 9 000 ევროს შეადგენს, მას პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება 29 ივნისს შეეძლება, მას მერე რაც 17 წლის გახდება. ბელინგემი ბირმინგემული კლუბის გაზრდილია და მთელი სეზონია მთავარ გუნდში, ჩემპიონშიფში თამაშობს, სადაც 4-ჯერ გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები