Belive

ბუსკეტსმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა და ნახევარდაცვის ბირთვმა, სერხიო ბუსკეტსმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ სამი სეზონის განმავლობაში ვერ ვახერხებდით ნახევარფინალში გასვლას, თუმცა ნეგატიური განწყობა არასდროს გვქონია. გვესმოდა, რომ პირველ შეხვედრაში გამარჯვება - კარგი შედეგი იყო, თუმცა გადაწყვეტილი არაფერი იყო. ვიმედოვნებთ, სწორედ ამ სულისკვეთებით განვაგრძობთ სვლას" - განაცხადა ბუსკეტსმა.
აქვე გეტყვით, რომ "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში 2013 წლის შემდეგ არ წაუგია. ამ მაჩვენებლით რეკორდი 31-მდე გაიზარდა (28 მოგება, 3 ფრე). ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისური კლუბების წინააღმდეგ გამართულ მატჩებში ლიონელ მესიმ 24 ბურთი გაიტანა. მიმდინარე სეზონში ის ბომბარდირია 10 გატანილი ბურთით.  

სხვა სტატიები