Belive

38 წლის პეპეს შთამბეჭდავი სტატისტიკა Vs. იუვენტუსი

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპზე გასული ორი კლუბი უკვე ცნობილია, ესენი "პორტუ" და "დორტმუნდი" არიან. "პორტუ" "იუვენტუსთან" იტალიაში 3:2 დამარცხდა, თუმცა სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობით 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. პორტუგალიელთა მხრიდან გამორჩეული 38 წლის გამოცდილი მცველი - პეპე იყო, რომელმაც საკუთარ კლუბს სამაგალითოდ უკაპიტნა. მან მატჩის 124-ე წუთზე თავი საოცარი მოგერიებით გამოიჩინა, რითაც გუნდს 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოუპოვა.

პეპეს სტატისტიკა Vs. იუვენტუსი

  • 7 მოგებული ორთაბრძოლა
  • 100% მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები
  • 18 მოგერიება
  • 12 მოგერიება თავით
  • 8 ართმევა
  • 2 წარმატებული ფეხებში ვარდნა
  • გადაცემების სიზუსტე - 85%
 

სხვა სტატიები