Belive

38 წლის რობენმა 42-კილომეტრიან მარათონზე ირბინა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბაიერნისა" და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, 38 წლის არიენ რობენმა, 42-კილომეტრიან მარათონში მიიღო მონაწილეობა, რომლის დასაფარად მას სულ რაღაც 3 საათი, 13 წუთი და 40 წამი დასჭირდა. თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, კარიერა 2019 წელს დაასრულა. 1 წლის შემდეგ, მან მშობლიურ "გრონინგენგში" დაიწყო ასპარეზობა, სადაც 1 სეზონის განმავლობაში სულ რაღაც 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 ასისტი მიითვალა. თუმცა როგორც როტერდამის მარათონმა აჩვენა, მფრინავი ჰოლანდიელი კვლავ ფორმაშია.
რობენი, რომელმაც კარიერის განმავლობაში, ნიდერლანდების, ინგლისის, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები მოიგო, მარათონზე ჩინებული შედეგი აჩვენა - მისი საშუალო სიჩქარე 11.63კმ/სთ-ს შეადგენდა.
"ეს ნამდვილი ბრძოლა იყო და სახალისო სულაც არ ყოფილა. სირბილის დროს, ადგილობრივი პუბლიკა მამხნევებდა და ძალას მაძლევდა", - თქვა რობენმა.

სხვა სტატიები