Belive

39-წლიანი კომის შემდეგ ფრანგი ფეხბურთელი გარდაიცვალა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჟან-პიერ ადამსი 39-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ნიმის საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ფრანგი ფეხბურთელი ჟან-პიერ ადამსი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა ცხოვრების უკანასკნელი 39 წელი იგი კომაში იმყოფებოდა. 1982 წელს, ლიონის ჰოსპიტალში 34 წლის ადამსს მუხლის ოპერაცია უტარდებოდა. ფრანგი ფეხბურთელი პოზიტიურ განწყობაზე იმყოფებოდა და იმედოვნებდა, რომ სარეაბილიტაციო პროცესის შემდეგ, მოედანზე მწვრთნელის ამპლუაში დაბრუნებას შეძლებდა, თუმცა ანესთეზიის შედეგად იგი კომაში ჩავარდა. ჟან-პიერ ადამსი სენეგალში დაიბადა, თუმცა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო და საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მაისური 1972-76 წლებში, 22 შეხვედრაში მოირგო. პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის განმავლობაში, ადამსი "პარი სენ-ჟერმენისა" და "ნიცას" რიგებში ასპარეზობდა. გავრცელებული ინფორმაციით, 34-წლის ასაკში ადამსი, "დიჟონში" სამწვრთნელო კურსს გადიოდა და სწორედ იმ პერიოდში გადაწყვიტა მუხლის ოპერაციის გაკეთება.
Untitled

პარიზული გრანდის მაშინდელმა ექიმმა პიერ ჰუტმა განაცხადა, რომ ოპერაცია პროცედურების დარღვევით ჩატარდა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. სასამართლო პროცესი 7 წელი გაჭიანურდა, რის შემდეგაც ლიონის ტრიბუნალმა სამედიცინო პერსონალს არაგანზრახ ზიანის მიყენებისთვის განაჩენი გამოუტანა. 2007 წელს ჟან-პიერ ადამსის მეუღლემ აღნიშნა, რომ კომის მიუხედავად ფეხბურთელს მგრძნობელობითი ყნოსვითი და სმენითი ფუნქციები კავლავ ჰქონდა თუმცა ის ვერაფერს ხედავდა.

სხვა სტატიები