Belive

4 წითელი ბარათი ქართველების დაპირისპირებაში - ქეცბაიას გუნდმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კვიპროსის თასის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა, რომელიც ორ ისეთ გუნდს შორის გაიმართა, რომლებიც ქართველი ლეგიონერებისგანაა დაკომპლექტებული, ძალიან დაძაბული და უხეში გამოდგა. კონკრეტულად, უხეშობა იმაში გამოიხატა, რომ "აპოელმა", რომელიც "ანორთოსისთან" - 0:1 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, შეხვედრა 7 ფეხბურთელით დაასრულა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების გუნდმა 4 წითელი ბარათი მე-6, 36-ე, 68-ე და 73-ე წუთებზე მიიღო. რაც შეეხებათ ქართველ ფეხბურთელებს, "აპოელის" რიგებში სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 69-ე წუთზე შემოვიდა თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითაია და მურთაზ დაუშვილი კი შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებდნენ. თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ფამაგუსტური გუნდის რიგებში კი ტრადიციულად სრულად ითამაშა და კარის მშრალად შენახვაც მოახერხა გიორგი ლორიამ. "ანორთოსისი", რომელიც კვიპროსის თასის მოქმედი გამარჯვებულია, ნახევარფინალურ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში (2:2) სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის წესით გავიდა. რაც შეეხება ჩემპიონატს, აქ მეორე პოზიციას "აპოელი" იკავებს, "ანორთოსისი" მეოთხეა", ხოლო გამოკვეთილი ლიდერი და ტიტულის მთავარი პრეტენდენტი რევაზ ინჯგიას "აპოლონი".

სხვა სტატიები