Belive

40 დარტყმა და 0 გოლი - ლეო მესის უჩვეულო სტატისტიკა 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სატრანსფერო ფანჯრის დროს არსებული მითქმა-მოთქმის და კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების ფონზე, ლეო მესის კარიერაში საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. არგენტინელ სუპერვარსკვლავს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 6 მატჩი აქვს ჩატარებული, 4 გოლი გატანილი და ამდენივე საგოლე გადაცემა გაკეთებული, თანაც, 33 წლის შემტევმა ყველა ბურთი 11-მეტრიანის ნიშნულიდან შეაგდო, რაც 6 ოქროს ბურთის გამარჯვებულისთვის უჩვეულო სტატისტიკაა. კიდევ უფრო უჩვეულოა ის ფაქტი, რომ აგერ უკვე 6 შეხვედრაა, მესი მიზნის გასწორებას ვერ ახერხებს. საერთო ჯამში, კატალონიელთა კაპიტანმა ამ სეზონში კარში ზუსტად, თამაშიდან 40-ჯერ დაარტყა (ერთ მატჩში საშუალოდ 4.6), თუმცა ბურთის ბადეში შეგდება ვერ მოახერხა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ 2020/21 წლების სეზონში, მესიზე მეტჯერ თამაშიდან (სტანდარტული სიტუაციების გარდა), "დორტმუნდის" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველებმა, შესაბამისად, მათს ჰუმელსმა და აარონ ვან-ბისაკამ გაიტანეს. მესიმ გულშემატკივრის გულისწყრომა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში, კიევის "დინამოს" წინააღმდეგაც დაიმსახურა, როცა მეტოქე გუნდის ფეხბურთელს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცა და მას ხელი არ შეუშალა. "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაში 9 ქულა და და G ჯგუფში პირველი პოზიცია, ლა ლიგაში კი 8 ქულა და მე-12 ადგილი აქვს.

სხვა სტატიები