Belive

40 წლის ხოაკინმა ბეტისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხოაკინმა "ბეტისთან" კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 40 წლის ნახევარმცველი მომდევნო სეზონს კვლავ მშობლიურ "ბეტისში" გაატარებს. იტალიელი ჟურნალისტის თქმით, ინფორმაციას მას კლუბი უდასტურებს. შეგახსენებთ, რომ ხოაკინ სანჩესი სწორედ "ბეტისის" აღზრდილია. ის სევილიური გუნდის რიგებში პირველად 1999-2006 წლებში თამაშობდა, იქ კი 2015 წელს "ვალენსიადან" დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ხოაკინმა "ბეტისთან" ერთად კოპა დელ რეის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები