Belive

400 მილიონი - რეალი სატრანსფერო რეკორდის დამყარებას აპირებს 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის რეალი მსოფლიოს გასაოცებლად და ახალი სატრანსფერო რეკორდის დასამყარებლად მზად არის. "სამეფო კლუბი" კილიან მბაპეს შეძენას აპირებს, რის გამოც "პსჟ-სთვის" 400 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს. საინტერესოა, რომ "ბლანკოსებს" თავად სურთ ამ თანხის გადაღება, ვინაიდან მათ უნდათ ისეთი წინადადება მოამზადონ, რომელსაც "პარი სენ-ჟერმენი" აუცილებლად დათანხმდება და 20 წლის მსოფლიო ჩემპიონს დათმობს. ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ბრაზილიელი ნეიმარია, რომელიც საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა 2017 წლის ზაფხულში 222 მილიონ ევროდ შეიძინა. მსოფლიოს ამომავალ ვარსკვლავს პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე 11 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები