Belive

გიგზმა ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდამ, რაიან გიგზმა, განვლილი კარიერა გაიხსენა და საუკეთესო ფეხბურთელებთან დაკავშირებით ისაუბრა. "საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, კრიშტიანუ რონალდუა. ის უდავოდ საუკეთესოა, ვისთან ერთადაც მითამაშია. რაც შეეხება საუკეთესო მოწინააღმდეგეს - ის ნამდვილად ზიდანია. პირველად ზიდანმა ჩემს წინააღმდეგ "იუვენტუსის" შემადგენლობაში ითამაშა და ის უბრალოდ საოცარი იყო. ვუყურებდი დავფიქრობდი, რომ მის დონემდე ბევრი მაკლდა. ასევე, მე მესის წინააღმდეგაც მითამაშია, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება, თუმცა ზიდანმა ჩემზე უფრო დიდი გავლენა მოახდინა," აღნიშნა გიგზმა.

სხვა სტატიები