Belive

სალას საქმესთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისში, დორსეტის საგრაფოს პოლიციამ, რომელიც ავიაკატასტროფაში დაღუპული 28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის, ემილიანო სალას საქმეს იძიებს, ბრიტანელი მამაკაცი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქმე გაუფრთხილებლობას და ადამიანის სიცოცხლის მოსპობას ეხება. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, სალას საქმეზე 64 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მისი სახელი გასაიდუმლოებულია, თუმცა ცნობილია, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობს. პოლიციის ცნობით, მამაკაცი ეჭვმიტანილია მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში, რაც შესაძლოა ადამიანის გაუფრთხილებლობით სიკვდილთან იყოს კავშირში. პოლიციამ სალას ოჯახის წევრებს ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ აცნობა. შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა 21 იანვარს მოხდა. ემილიანო სალა, პილოტ დევიდ ებოტსონთან ერთად, კერძო თვითმფრინავით მგზავრობდა. გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე, მან კონტრაქტი "კარდიფთან" გააფორმა და საფრანგეთიდან, კერძოდ ნიცადან უელსში მიემგზავრებოდა. თვითმფრინავის დეტალებს, რომლითაც ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფისკენ მგზავრობდა, ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაგნეს.

სხვა სტატიები