Belive

44 წლის წინ: დინამო თბილისმა საბჭოთა კავშირის თასი ისტორიაში პირველად მოიგო (ვიდეო)

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მაშ ასე, 40-წლიანი უკომპრომისო ბრძოლა გამარჯვებით დაგვირგვიდნა, თასს ახალი მფლობელი გამოუჩნდა - დინამო თბილისი", - ეს სიტყვები ლეგენდარულმა კოტე მახარაძემ 1976 წლის 3 სექტემბერს, საბჭოთა კავშირის თასის ფინალური შეხვედრის დასრულების შემდეგ წარმოთქვა... ზუსტად 44 წლის წინ "დინამო თბილისი" ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის თასის გამარჯვებული გახდა. ეს ნოდარ ახალკაცის დიდებული ერის დასაწყისი და პირველი, ხოლო სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირში "დინამოს" მეორე ტიტული იყო. გუნდის ღირსებას ისეთი ფეხბურთელები იცავდნენ, როგორებიც ნოდარ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი და სხვები იყვნენ.
ფინალამდე მისასვლელ გზაზე "დინამომ" ზაპოროჟიიის "მეტალურგი", საქნტ-პეტერბურგის "ზენიტი", ლვოვის "კარპატი" და დონეცკის "შახტარი" დაამარცხა, ფინალში კი პრინციპულ მეტოქე ერევნის "არარატს" დაუპირისპირდა. გადამწყვეტი მატჩი მოსკოვში, "ლუჟნიკების" სტადიონზე გაიმართა და მასში ჩვენებმა სომხეთის საუკეთესო გუნდს 3 უპასუხო გოლი გაუტანეს. ანგარიში მატჩის 27-ე წუთზე დავით ყიფიანმა გახსნა, 64-ზე 11-მეტრიანი ზუსტად ფირუზ კანთელაძემ გამოიყენა, 4 წუთში კი რევაზ ჩელებაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0. "დინამო თბილისი": დავით გოგია - ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩეგაშვილი, ზორგებ ებრალიძე - ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე, რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი (ზურაბ წერეთელი, 75), ვახტანგ კოპალეიშვილი. მთავარი მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი.

სხვა სტატიები