Belive

დე ხეა მანჩესტერთან ახანგრძლივებს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ესპანელი მეკარე გუნდიდან წასვლასთან რამდენჯერმე ძალიან ახლოს იყო, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ახალი სეზონის წინ კონტრაქტს მოაწერს ხელს. "წითელ ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის, ოლე გუნარ სოლსკიაერის თქმით, ესპანელმა მეკარემ კლუბთან ახალ, გრძელვადიან კონტრაქტზე მოილაპარაკა. ბრიტანული პრესა ინფორმაციით, დე ხეას წლიური ანაზღაურება 18.2 მილიონ ფუნტამდე გაიზრდება. 28 წლის ფეხბურთელს "იუნაიტედთან" ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს უსრულდება, ახალი კონტრაქტის ხანგრძლივობა კი ჯერჯერობით უცნობია. დავიდ დე ხეა "მანჩესტერ იუნაიტედის" ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ინგლისელთა შემადგენლობაში მას 362 მატჩი აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები