Belive

45 მატჩი, 46 გოლი და 4 წელი - ასაკი მხოლოდ ციფრებია 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუს სტატისტიკა უბრალოდ ფანტასტიკურია. 34 წლის თავდამსხმელმა ნაკრებში ბოლო 7 მატჩში 13 ბურთი შეაგდო და საერთო ჯამში უკვე 98 გოლი დააგროვა. ამ გასაოცარი რიცხვებით 5 ოქროს ბურთის მომგები ფეხბურთელი ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირთა შორის ევროპაში პირველი მსოფლიოში კი მეორეა. ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი მხოლოდ ირანელ ალი დაეის ჩამორჩება, რომლის ანგარიშზეც 109 გოლია. რონალდუს მიერ ლიეტუვასთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ, კიდევ ერთი საინტერესო მონაცემი დაფიქსირდა. მას მერე, რაც კრიშტიანუ 30 წლის გახდა, ეროვნული გუნდის მაისურით 46-ჯერ გაიტანა და ამისთვის მხოლოდ 45 შეხვედრა დასჭირდა. რონალდუსთვის რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, იმითაც კარგად ჩანს, რომ პორტუგალიელი ნაკრებიდან წასვლაზე არც ფიქრობს და სულ მცირე 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე დარჩენას აპირებს, მანამდე კი ევრო 2020, შესარჩევი და ამხანაგური მატჩებია, ასე რომ შესანიშნავ შვიდიანს 11 გოლის გატანა არ უნდა გაუჭირდეს.

სხვა სტატიები