Belive

45 მილიონი პლიუს ჯესი ლინგარდი ჯეიმს მედისონის სანაცვლოდ

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიმდინარე სეზონში ჯეიმს მედისონის ყველასთვის სასურველ ფეხბურთელად იქცა. მის მიმართ ინტერესს არაერთი კლუბი იჩენს, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველაზე აქტიურია. მედისონი მიმდინარე სეზონში 6 გოლს და 3 საგოლე გადაცემას ითვლის. "THE MIRROR-ზე" დაყრდნობით "ეშმაკები" ამზადებენ ისეთ შეთავაზებას, რომელზეც "ლესტერი" უარს ვერ იტყვის. "იუნაიტედი" "მელიებს" 45 მილიონ ევროს და ჯესი ლინგარდს თავაზობს. ინგლისელმა ფეხბურთელმა "მანჩესტერში" ფეხი ვერ მოიკიდა, მისი შედეგი არანაირ კმაყოფილებას არ იწვევს და გარკვეულწილად "ლესტერში" გადაბარგება ლინგარდისთვის ახალი შანსია, რათა დაამტკიცოს მისი შესაძლებლობები და კრიტიკოსებს სათანადო პასუხი გასცეს. "მანჩესტერს იუნაიტედის" ამ შეთავაზებას არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. რეაქცია ძირითადად უარყოფითი იყო.
1
როგორც ხედავთ ჯესი ლინგარდის შეთავაზება კომიკური და ცინიკური აღმოჩნდა. ამ მომენტისთვის "ლესტერი" გაცილებით უკეთეს შედეგს აჩვენებს და დიდი შანსია, რომ ჩემპიონთა ლიგაზეც გავიდნენ. "იუნაიტედი" კი ექვსეულისთვის იბრძვის. ინგლისში თვლიან, რომ მედისონისთვის "ეშმაკებში" გადასვლა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

სხვა სტატიები