Belive

ანა წერეთელი: "ქართველ ბავშვებს გახსნილი ექნებათ გზა ევროპული კლუბებისკენ"

4 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
იტალიური "მილანი" საქართველოში აკადემიას გახსნის. ამ ამბის სულისჩამდგმელი ანა წერეთელია, რომელსაც იტალიურ მხარესთან საკმაოდ ახლო ურთიერთობები აკავშირებს, Live.ge ანას აკადემიის იდეაზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა: საიდან გაჩნდა თბილისში მილანის აკადემიის დაარსების იდეა? ბავშვობიდან იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი ვიყავი, მყავს უამრავი მეგობარი იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში, მილანსა და იუვენტუსში, რომლებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და ერთ დღეს მომივიდა მილანის აკადემიის გახსნის იდეა, მივწერე ჩემს მეგობარს, გუნდის მარკეტინგის დირექტორს - ნიკოლა პოცის, ნიკოლამ დამაკავშირა ბავშვთა ფეხბურთის განვითარების დირექტორთან და საერთაშორისო აკადემიების მენეჯერთან, რომლებიც დავპატიჟე საქართველოში, ჩამოვიდნენ, ძალიან მოეწონათ ჩვენი ქვეყანა და შემომთავაზეს ვყოფილიყავი მილანის წარმომადგენელი რამოდენიმე ქვეყანაში. როგორი იქნება აკადემიის ინფრასტრუქტურა ? აკადემიის გახსნას ვგეგმავ დიღომში, ყოფილი ოლიმპიკის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე, სადაც გენგეგმის დამტკიცების შემდეგ რეაბილიტაცია მოხდება არსებული მოედნებისა და დაემატება რამოდენიმე მინი მოედანი, ასევე ფუტზალის დარბაზი, ქვიში ფეხბურთის მოედანი, აუზი. ტერიტორიაზე ასევე არის ახალი აშენებული საერთო საცხოვრებელი და სარეაბილიტაციო ცენტრი. როგორი იქნება აკადემიის ორგანიზაციული სტრუქტურა? აკადემიის მთავარი მწვრთნელი იქნება მილანელი, რომელიც 8-10 თვე იცხოვრებს საქართველოში და იქნებიან ასევე ქართველი მწვრთნელები, წელიწადში ოთხჯერ ჩამოვა ხარისხის მენეჯერი. დაახლოებით რა რაოდენობის აღსაზრდელების მიღება შეუძლია აკადემიას? ბავშვების რაოდენობა შეზღუდული არ გვაქვს, პირიქით მილანური სისტემით არამარტო ჩვენი აკადემია არამედ რაც უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება მით უფრო მისასალმებელია მათთვის, ვვარაუდობთ დაახლოებით 500 ბავშვს. ეწვევიან თუ არა აკადემიას ცნობილი ფეხბურთელები და მილანის ლეგენდები, ან იქნებიან თუ არა ისინი დასაქმებულნი ხსენებულ აკადემიაში? აკადემიის გახსნის ცერემონიაზე აუცილებლად ჩამოვა რომელიმე ვარსკვლავი
ნიშნავს თუ არა მილანის აკადემიის გახსნა იმას რომ მომავალში ქართველ ფეხბურთელებს უფრო ფართოდ გაეხსნებათ გზა მილანისა და სხვა ევროპული კლუბებისკენ? მილანის საფეხბურთო აკადემიის გახსნით ნიჭიერ ქართველ ბავშვებს მიეცემათ დიდი შანსი, რომ გამოავლინონ თავიანთი ტალანტი, მათ დააკვირდებიან იტალიელი მწვრთნელები და ქართველ ბავშვებს გახსნილი ექნებათ გზა ევროპული კლუბებისკენ.

სხვა სტატიები