Belive

483 გოლი 87 მატჩში | მილანში ვუნდერკინდი გამოჩნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

13 წლის ამომავალი ვარსკვლავი - ფრანჩესკო კამარდა "როსონერის" აკადემიის გამორჩეული წევრია. ვუნდერკინდი ექსტრაორდინალური რეკორდის მფლობელია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე გუნდის აკადემიის წევრმა მსგავსი რეკორდი დაამყაროს. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანჩესკო კამარდამ "მილანის" აკადემიის მაისურით ჩატარებულ 87 შესხვედრაში 483 გოლის გატანა შეძლო. ერთ-ერთი იტალიელი სკაუტის მიერ, Twitter-ზე განთავსებულმა პოსტმა ფართო გამოხმაურება ჰპოვა.

გოლის გატანის ბრწყინვალე ალღოდან გამომდინარე, ფრანჩესკო კამარდა "მილანის" 15-წლამდელთა გუნდში დააწინაურეს, სადაც კლარენს ზეედორფის შვილთან ერთად თამაშობს. აღსანიშნავია, რომ 15 წლამდელთა გუნდის წევრებს კამარდა ფიზიკური მონაცემებით ჩამორჩება, თუმცა უმაღლეს დონეზე თამაშში ეს გარემოება ხელს ნამდვილად არ უშლის.

სხვა სტატიები