Belive

"5 დღეა წყალსა და ყავაზე ვართ" - სამტრედიას ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

“სამტრედიას” ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და თამაშზე გასვლაზე უარს ამბობენ. Payment options are available drugstore-catalog.com for individuals, insurance companies, and businesses. მათი თქმით, კლუბში ხელფასების პრობლემაა, რის გამოც ისინი საკუთარი ხარჯებით იკვებებიან.

“5 დღეა წყალსა და ყავაზე ვართ” – სწორედ ასეთი სიტყვებით ავრცელებენ წერილს “სამტრედიას” ფეხბურთელები. მოთამაშეებმა ინფორმაციის გავრცელების თხოვნით გაზეთ “ლელოს” მიმართეს.

“შევიკრიბეთ ფეხბურთელები და გადავწყვიტეთ, რომ გაუსაძლისი პირობების და უხელფასობის გამო ვარჯიში შევწყვიტოთ და თამაშზე აღარ გავიდეთ. ეს იძულებითი ნაბიჯია. წერილის დაწერას მოვრჩით და ფეხბურთის ფედერაციაში ვაგზავნით, რომ ხელფასი მესამე თვეა არ აგვიღია.

ბაზაზე ვართ ფეხბურთელები და ჩვენივე ხარჯით ვიკვებებით. არაფრის საშუალება აღარ გვაქვს, უკვე 5 დღეა ყავაზე და წყალზე ვართ! სამშაბათს თბილისში წამოსვლას ვაპირებთ და გვინდა, ჟურნალისტებმა იცოდეთ და დაწეროთ, რის გამოც ხდება ეს ყველაფერი და როგორი ვითარებაა გუნდში”, – ამბობენ “სამტრედიას” ფეხბურთელები.

სხვა სტატიები