Belive

5 ფეხბურთელი, რომელთა შეძენას სიტი ამ ზაფხულში აპირებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგაში ბანი მოუხსნეს, რის მერეც "ქალაქელებს" ტრანსფერების თამამად განხორციელება შეუძლიათ. ლეორი სანეს "ბაიერნში" გაყიდვის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდმა 50 მილიონი ევრო მიიღო, ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ცნობა, რომ ესპანელ სპეციალისტს ხელმძღვანელობა სასურველი ფეხბურთელების შესაძენად 150 მილიონს გამოუყოფს. საინტერესოა თუ როგორ დახარჯავს ამ თანხას პეპი. როგორც ინგლისში წერენ, 49 წლის სპეციალისტს უკვე შედგენილი აქვს ის 5-კაციანი სია, რომელზე მუშაობასაც მიმდინარე ზაფხულში აპირებს. "სიტი" მთავარ აქცენტს დაცვის გაძლიერებაზე გააკეთებს და ამ რგოლში სამი ფეხბურთელი ჰყავს შერჩეული: "ვილიარეალის" 23 წლის ნიჭიერი ახალგაზრდა პაუ ტორესი, "ბორნმუთის" 25 წლის უკანახაზელი ნათან აკე და "ნაპოლის" 29 წლის ვარსკვლავი კალიდუ კულიბალი. პირველ ორ ფეხბურთელს თავიანთი კლუბები 45-50 მილიონ ევროდ აფასებენ, სენეგალელის კონტრაქტის გამოსყიდვა კი 70 მილიონ ევროზე ნაკლები არ დაჯდება. რაც შეეხება შეტევის ხაზს, აქ პეპის მიზანია, ზემოთხსენებული სანე შეცვალოს და ამისთვის "ვალენსიას" აწუხებს, საიდანაც ფერან ტორესის წამოყვანა სურს. პრემიერლიგაში "სიტი" სეზონს მეორე პოზიციაზე ასრულებს, ლიგის თასი უკვე მოგებული აქვს, ასოციაციის თასის ნახევარფინალში იმყოფება და ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის "რეალთან" მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა აქვს ჩასატარებელი (2:1).

სხვა სტატიები