Belive

5 საფეხურით უკან - საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
16 სექტემბერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ სანაკრებო რეიტინგები განაახლა. განახლებული მონაცემებით, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები FIFA/კოკა-კოლას რეიტინგში 96-ე ადგილს იკავებს, რაც წინა შედეგთან შედარებით 5 პოზიციით ნაკლებია. აქამდე, საქართველოს ნაკრებს 91-ე ადგილი ეჭირა, 2017 წლის შემდეგ (103) კი ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. სექტემბრის თვეში განახლებული ციფრების შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ვიეტნამმა, ლუქსემბურგმა, იორდანიამ კონგომ და ბაჰრეინმა გადაასწრეს. რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, ლიდერობას კვლავინდებურად არ თმობს ბელგიის ნაკრები, უცვლელია ბრაზილიელთა მეორე ადგილიც, ხოლო მესამე პოზიციისთვის ბრძოლაში ინგლისმა საფრანგეთს აჯობა. რაც შეეხება ლიდერთა ათეულს, იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

სხვა სტატიები