Belive

"5 წელია პენალტი არ აუღია..." - მანჩესტერის ფანები დავიდ დე ხეას წინააღმდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
26 მაისს ევროპა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ვილიარეალის" დაპირისპირების გამარჯვებული და ტიტულის მფლობელი პენალტების სერიის შედეგად გამოვლინდა. პენალტების სერია, ესპანელების გამარჯვებით, თუმცა უჩვეულო ანგარიშით - 11:10 დასრულდა, სადაც გარდამტეხი როლი დე ხეას მიერ გაცუდებულმა 11-მეტრიანმა შეასრულა. გულშემატკივრები დე ხეას გაცუდებულ პენალტთან ერთად უმთავრეს პრეტენზიას უყენებენ, მან 11-დან 11-ვე პენალტი გაუშვა, ოპონენტების მეკარის ჩათვლით ვერცერთი "ვილიარეალის" ფეხბურთელის დარტმული ვერ მოიგერია. "ყოველგვარ საზღვარს ცდება ასეთი ქმედებები, 11-დან 11 გაშვებული პენალტი, სიტყვები ვერ აღწერს იმედგაცრუებას..."  "ის ხომ მეკარეა, მგონი უფრო მეტი მოეთხოვება, ერთი შანსიც კი არ ყოფილა პენალტის მოგერიების" "რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დე ხეასა და პენალტების ასეთი საშინელი კოლაბორაცია?!" "5 წელია პენალტი არ აუღია..." ზემოთხსენებული ციტატები მანჩესტერელების ფანებს ეკუთვნით, რომელიც საკუთარ აღშფოთებასა და ბრაზს ვეღარ მალავენ. საქმე იმაშია, რომ ინგლისელების ესპანელ კიპერს 11-მეტრიანების მოგერიების საკმაოდ ცუდი სტატისტიკური მაჩვენებელი აქვს - ბოლოს, როდესაც დე ხეამ პენალტი მოიგერია 2016 წლის 23 აპრილი იყო, როდესაც "უემბლიზე" FA Cup-ის ნახევარფინალში "ევერტონის" ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს დარტყმულს გაუმკლავდა. საგულისხმოა, რომ 2016 წლის შემდეგ დე ხეამ 32 მცდელობიდან ვერცერთი პენალტის მოგერიება ვერ შეძლო.

სხვა სტატიები