Belive

5 წლიანი კონტრაქტი და 100 მილიონი გამოსასყიდი - ვალენსიას ახალი პირობები მამარდაშვილს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ვალენსიას" ხელმძღვანელობა გიორგი მამარდაშვილის შენარჩუნებას და მისთვის პირობების გაუმჯობესებას აპირებს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, "ღამურები" ქართველ მეკარეს ახალ, 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებენ. თუ გიორგი ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდება. ცნობილია, რომ კარგი სეზონის შემდეგ გიორგის მიმართ ინტერესს ტოპ ჩემპიონატების არაერთი გუნდი იჩენს. როგორც იცით, ფინანსური პრობლემების გამო "ვალენსიას" დატოვებას არაერთი ლიდერი აპირებს. მამარდაშვილის სანაცვლოდ ესპანურმა გუნდმა მხოლოდ 1 მილიონი ევრო გადაიხადა, ახალი კონტრაქტით კი "ვალენსია" 21 წლის მეკარის ფასის კიდევ უფრო გაზრდას შეეცდება. ლა ლიგის გასულ სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა და 20 ბურთი გაუშვა. ახალგაზრდა მეკარემ მშრალად კარი 8-ჯერ შეინახა და კოპა დელ რეის ფინალშიც ითამაშა, სადაც "ბეტისთან" პენალტების სერიაში დამარცხდა.  

სხვა სტატიები