Belive

5 ვარსკვლავი, რომლებსაც წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
მსოფლიო ფეხბურთში თითზე ჩამოსათვლელია იმ მოთამაშეთა რიცხვი, რომლებსაც წითელი ბარათი არასდროს მიუღიათ. წარმოგიდგენთ იმ 5 ფეხბურთელს, რომლებიც კარიერის განმავლობაში უხეშობით არ გამოირჩეოდნენ და გასაკვირია, მაგრამ წითელი ბარათი მსაჯებს მათთვის არასდროს უჩვენებიათ.

რაულ გონსალეს ბლანკო

ესპანური ფეხბურთის ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო პროფესიონალურ ფეხბურთს 1994 წლიდან თამაშობდა. მან კარიერა მადრიდის "რეალში" დაიწყო, სადაც 2010 წლამდე ითამაშა. "რეალიდან" "შალკეში" გადავიდა, სადაც 2012 წლამდე ასპარეზობდა. გერმანიიდან ის ყატარში გადაბარდა, ხოლო კარიერა აშშ-ში დაასრულა. ესპანეთია ნაკრებშიც რაულმა 1994 წლიდან 2006 წლამდე ითამაშა. რაულმა კარიერა 2015 წელს დაასრულა. რაულ გონსალესმა 1042 თამაში ჩაატარა და კარიერის განმავლობაში წითელი ბარათი არასდროს მიუღია.

რაიან გიგზი

უელსელ ფეხბურთელს, რაიან გიგზს თავის საკლუბო კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღია. მან კარიერა 1990 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაიწყო და სხვაგან არსად უთამაშია, შესაბამისად 2014 წელს კარიერა აქვე დაასრულა. "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში გიგზს 963 მატჩი აქვს ჩატარებული და 168 ბურთი გატანილი. 24 წლის განმავლობაში, რაიან გიგზს წითელი ბარათი არ მიუღია.

ფილიპ ლამი

გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული მაჯრვენა მცველი, ფილიპ ლამი იმ იშვიათ მცველთაგანია, რომელსაც წითელი ბარათი არასდროს მიუღია. ლამის კარიერა 2001 წელს "ბაიერნში" დაიწყო და 2017 წელს მიუნხენშივე დასრულდა. გერმანელი თავისი მებრძოლი ხასიათით გამოირჩეოდა, თუმცა მისი ხისტი ხასიათის მიუხედავად წითელ ბარათს არასდროს იღებდა. გერმანიის ნაკრებში 2004-14 წლებში ითამაშა. ფილიპ ლამს კარიერაში 765 თამაში აქვს ჩატარებული.

გარი ლინეკერი

"ლესტერის", "ევერტონის", "ტოტენჰემის" და "ბარსელონას" ყოფილ თავდამსხმელს, გარი ლინეკერს თავის კარიერაში 567 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რომლებშიც მან 281 გოლის გატანა შეძლო. ლინეკერის კარიერა კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ამ დროის განმავლობაში მას წითელი ბარათი არცერთხელ არ მიუღია.

ანდრეს ინიესტა

მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, ანდრეს ინიესტა იმითაც გამორჩეულია, რომ კარიერის განმავლობაში წითელი ბარათი არ მიუღია. ინიესტას პროფესიონალური კარიერა 2002 წელს "ბარსელონაში" დაიწყო. 2018 წლამდე "ბლაუგრანას" ღირსებას უმაღლეს დონეზე იცავდა და გუნდის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. 2018 წელს ის იაპონიაში გადაბარგდა და "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს. ესპანეთის ნაკრებში მან 2006-18 წლებში ითამაშა. კარიერის განმავლობაში, ინიესტამ 848 თამაში ჩაატარა. "დონ ანდრესს" წითელი ბარათი არასდროს მიუღია.
Andres-Iniesta-704072

სხვა სტატიები