6 მატჩი და 7 გოლი – კრიშტიანუს შესანიშნავი შანსი ოქროს ბუცისთვის

კრიშტიანუ რონალდუ პანდემიის შემდეგ შესანიშნავ ფორმაშია. პორტუგალიელი მოედანს გოლის გარეშე არ ტოვებს.

ამჟამად “იუვენტუსის” ვარსკვლავს სერია ა-ში 28 გოლი აქვს გატანილი და 6 ბურთით ჩამორჩება რობერტ ლევანდოვსკის, რომელსაც მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 34 გოლი აქვს გატანილი და სწორედ პოლონელი მოიაზრება 2019/2020 წლის ოქროს ბუცის მთავარ კანდიდატად.

იმისათვის, რომ რონალდუმ 35 წლის ასაკში, მორიგი ოქროს ბუცი მოიგოს, 7 გოლის გატანა სჭირდება. დარჩენილია 6 მატჩი და სავსებით რეალურია, რომ კრიშტიანუმ საჭირო რაოდენობის გოლები გაიტანოს.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ ყველაზე მეტი გოლი (34) ლევანდოვსკის აქვს გატანილი. მას შემდეგ სწორედ პორტუგალიელი მოდის.

პრემიერ ლიგას ჯეიმი ვარდი 22 გატანილი გოლით ლიდერობს. ამდენივე გოლი აქვს ლა ლიგაში ლიონელ მესის.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

(1185)

6 მატჩი და 7 გოლი – კრიშტიანუს შესანიშნავი შანსი ოქროს ბუცისთვის

სტატიის ავტორი
-