Belive

6 მატჩი კამპ ნოუზე მარცხის გარეშე - ზიდანმა რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია მადრიდის "რეალის" ისტორიაში, რომელიც კამპ ნოუზე ჩატარებული 6 მატჩში არცერთხელ არ დამარცხებულა. "რეალი" "ელ კლასიკოს" საკმაოდ ცუდ ფორმაში შეხვდა: მადრიდული გრანდი საკუთარ მოედანზე ჯერ "კადისმა", შემდეგ კი "შახტარმა" დაამარცხა. შესაბამისად, შექმნილი იყო მოლოდინი, რომ საკუთარ მოედანზე მოთამაშე "ბარსელონას" ეძლეოდა შანსი, ზინედინ ზიდანის მიერ გაწვრთნილი "რეალი" საკუთარ მოედანზე პირველად დაემარცხებინა. თუმცა, ცოტა ხნის წინ დასრულებულ მატჩში, მადრიდელებმა "ბარსელონა" ანგარიშით 1:3 დაამარცხეს. გოლები ფედე ვალვერდემ, ანსუ ფატიმ, სერხიო რამოსმა (პ) და ლუკა მოდრიჩმა გაიტანეს.

ბარსელონა 1:3 რეალი


ზიდანის პირველი "ელ კლასიკო" მწვრთნელის რანგში 2016 წლის 2 აპრილს შედგა. თამაშის მიწურულს, სერხიო რამოსის გაგდების შემდეგ, ცოტა თუ მოელოდა, რომ "რეალი" გამარჯვებას მოიპოვებდა. მითუმეტეს, "ბარსელონა" შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდა: გუნდს 39-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, თუმცა კონტრშეტევისას, კრიშტიანუ რონალდუმ ბეილის ზუსტი გადაცემა იდეალურად გამოიყენა და ზიდანმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ რაფაელ ბენიტესის ხელმღვანელობით, იმ სეზონში "რეალი" საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

ბარსელონა 1:2 რეალი


იმავე წლის 3 დეკემბერს, 90-ე წუთზე გატანილი გოლით, სერხიო რამოსმა ლუის სუარესის გოლს უპასუხა და ზიდანი მარცხს გადაარჩინა.

ბარსელონა 1:1 რეალი


2017/18 წლების სეზონში, ესპანეთის სუპერთასზე ბრწყინვალე გოლებით თავი კრიშტიანუ რონალდუმ და მარკო ასენსიომ გამოიჩინეს. მატჩი ანგარიშით 1:3 დასრულდა.

ბარსელონა 1:3 რეალი


იმავე სეზონში, ლეგენდარულმა ანდრეს ინიესტამ თავისი ბოლო "ელ კლასიკო" ითამაშა. "ბარსელონა" მატჩს ანგარიშით 2:1 იგებდა, თუმცა ბეილის შორეულმა გასროლამ, ზიდანი მარცხისგან კიდევ ერთხელ იხსნა.

ბარსელონა 2:2 რეალი

2019 წლის 18 დეკემბერს, მაყურებელმა ერთ-ერთი ყველა უინტერესო "ელ კლასიკო" იხილა: მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, ზიდანმა კი "კამპ ნოუზე" დაუმარცხებლის სტატუსი მოიპოვა და ამ შედეგის გაუმჯობესება გუნდში დაბრუნების შემდეგ შეძლო.

ბარსელონა 0:0 რეალი


შედეგად, ფრანგ სპეციალისტს "კამპ ნოუზე" ჯამში 6 მატჩი მოუგროვდა, სადაც მან "ბლაუგრანას" დაძლევა 3-ჯერ შეძლო, 3-ჯერ კი მატჩი ფრედ დასრულდა.  

სხვა სტატიები