Belive

6 საფეხბურთო კლუბი, რომელსაც ვარსკვლავები ფლობენ

5 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
პროფესიონალი ფეხბურთელების კარიერა ხშირ შემთხვევაში არც ისე დიდხანს გრძლედება. ფეხბურთელთა უმრავლესობა 30-იან წლებში ასრულებს სპორტულ მოღვაწეობას. კარიერის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა სპორტულ ტელევიზიაში მიმომხილველის რანგში განაგრძნობს მოღვაწეობას - ზოგიერთი კი მწვრთნელის კარიერას იწყებს. გამონაკლისის სახით ისეთი ვარსკვლავებიც გამოჩნდნენ, რომელთაც კარიერის დასრულების შემდეგ საკუთარი საფეხბურთო კლუბის ქონა განიზრახეს. გაგაცნობთ 6 საფეხბურთო კლუბს, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ფლობენ. 6. "ფინიქს რაისინგი" - დიდიე დროგბა. ამერიკული კლუბი, რომელიც აშშ-ს რანგით მე-2 დივიზიონში ასპარეზობს. ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ვარსკვლავმა, დიდიე დროგბამ "ფინიქს რაისინგი" 2017 წლის 12 აპრილს შეიძინა. 2018 წელი კლუბისათვის წარმატებული გამოდგა. დასავლეთ კონფერენციაში, მე-3 პოზიციის დაკავების შემდეგ, "ფინიქსი" ელიტაში გადასასვლელ პლეი-ოფს ითამაშებს.
5. "სალფორდ სიტი" - რაიან გიგზი, პოლ სქოულზი, გარი ნევილი, ფილ ნევილი, ნიკი ბატი. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ვარსკვლავებმა, სინგაპურელი მილიარდერისგან, პიტერ ლიმისგან "სალფორდ სიტის" აქციათა 50%-იანი წილი შეისყიდეს. მიმდინარე სეზონში, "სალფორდ სიტი" ჩრდილოეთის ნაციონალურ ლიგაში ასპარეზობს, წარმატების შემთხვევაში კი ინგლისის მე-2 ლიგაში აღზევდება.
4. "მაიამი" - პაოლო მალდინი. "როსონერის" ლეგენდა ამ დროისათვის, "მილანის" სპორტული სტრატეგიისა და განვითარების დირექტორის პოსტს იკავებს. ამასთანავე, პაოლო მალდინი "მაიამის" თანამფლობელია. მალდინი აქციათა 50%-იან წილს ფლობს.
3. "სან დიეგო 1904" - ედენ აზარი, დემბა ბა, იოჰან კაბაი, მუსა სოუ. 2017 წელს დაარსებული კლუბი, ჯერჯერობით სან დიეგოს უნივერსიტეტის საფეხბურთო მოედანზე ასპარეზობს. კლუბის მფლობელებს გრანდიოზული გეგმები აქვთ და სტადიონის მშენებლობას უახლოეს მომავალში აპირებენ.
2. "რეალ ვალიადოლიდი" - რონალდო.  გასულ სეზონში, ლა ლიგა 2-ში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, "რეალ ვალიადოლიდი" ელიტაში დაბრუნდა. 2018 წლის 3 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია რომ კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელი, რონალდო გახდა. ლეგენდარული ბრაზილიელის მეთაურობით, "რეალ ვალიადოლიდი" მკვეთრად პროგრესირებს.
1. "ინტერ მაიამი" - დებიდ ბექჰემი. 2007 წელს, დევიდ ბექჰემის MLS-ში გადასვლამ მსოფლიო მედიის ყურადღება მიიქცია. პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ, დევიდ ბექჰემმა საკუთარი საფეხბურთო კლუბის ქონა განიზრახა. 2016 და 2017 წლებში წამოწყებული პროექტი, საბოლოო სახეს 2020 წელს მიიღებს.

სხვა სტატიები