Belive

6-თვიანი პაუზა დასრულდა - კვირკველია რუსეთში ათამაშეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში მოსკოვის "ლოკომოტივი" სტუმრად "სოჭის" დაუპირისპირდა და მეტოქე 2:3 დაამარცხა. ქართველი გულშემატკივრისთვის სასიხარულო ისაა, რომ "ლოკომოტივის" ქართველი ფეხბურთელი, სოლომონ კვირკველია მოედანს დაუბრუნდა. 27 წლის ცენტრალურმა მცველმა 26 მაისს "უფასთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც 2 თვე გაუცდა. გამოჯანმრთელების მიუხედავად, სოლომონმა "ლოკომოტივის" ძირითად შემადგენლიბაში ადგილი დაკარგა და მუდმივად სათადარიგო სკამზე იჯდა. გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი იყო, თუმცა, პირველ ტაიმში ჩორლუკას ტრავმამ სიომინი იძულებული გახადა, რომ მოედანზე კვირკველია შემოეყვანა. საინტერესოა, რომ მატჩის მიწურულს დაზიანება მიიღო სოლომონის კიდევ ერთმა კონკურენტმა, მსოფლიო ჩემპიონმა, ბენედიკ ჰიოვედესმა. დიდია იმის შანსი, რომ კვირკველიამ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშოს "ლევერკუზენის" წინააღმდეგ.

სხვა სტატიები