Belive

6 თვიანი ტრავმის შემდეგ ჯანო ანანიძე მოედანს დაუბრუნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს, რუსეთის თასის გათამაშებაში, მოსკოვის "სპარტაკი" ნოვოროსიისკის "ჩერნომორეცს" ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მატჩი ქართველი გულშემატკივრისთვის გამორჩეული იყო, რადგანაც 6 თვიანი ტრავმის შემდეგ, მოედანს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ჯანო ანანიძე დაუბრუნდა. ჯანო მოედანზე 83-ე წუთზე შემოვიდა. ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგაზე დაეხმარება. Live.ge წარმატებას უსურვებს ჯანო ანანიძეს და იმედს ვიტოვებთ, რომ იგი ეროვნულ ნაკრებს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.

სხვა სტატიები