Belive

6 წლიანი კარიერის დასასრული - ბონავენტურა მილანს დაემშვიდობა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" 30 წლის შემტევმა ნახევარმცველმა - ჯაკომო ბონავენტურამ, მილანურ კლუბში 6 წლიანი კარიერა დაასრულა. სერია ა-ს ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, ბონავენტურა მოედანზე დარჩა და სან სიროზე, მილანური კარიერის წუთები გაატარა. "მილანმა" ჯაკომო ბონავენტურა 2014 წელს, ბერგამოს "ატალანტადან" იყიდა. მას შემდეგ, იტალიელმა ფეხბურთელმა მილანური კლუბის მაისურით 156 მატჩი ჩაატარა, სადაც გოლით თავი 30-ჯერ გამოიჩინა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გააგრძელებს 30 წლის იტალიელი კარიერას.

სხვა სტატიები