Belive

6 წლის შემდეგ ბენზემა დაბრუნდა - საფრანგეთის ნაკრების განაცხადი ევრო 2020-ზე ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატისთვის "მამლების" 26 კაციანი განაცხადი დაასახელა, აღსანიშნავია რომ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს 6-წლიანი პაუზის შემდეგ "რეალის" ცენტრფორვარდი კარიმ ბენზემა დაუბრუნდა. ბენზემა ნაკრებიდან 2015 წელს მეტიუ ვალბუენასთან მომხდარი სკანდალის შემდეგ მოკვეთეს, და აქამდე მისთვის ქვეყნის მთავარი გუნდის კარი დახურული იყო. ევროპის ჩემპიონატზე კარიმი 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ბენზემას დაბრუნებას სოციალურ ქსელში უკვე გამოეხმაურა კილიან მბაპე  

ფრანგთა სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი) მაიკ მაინანი (ლილი) სტივ მანდანდა (მარსელი) მცველები: რაფაელ ვარანი (რეალი) ჟიულ კუნდე (სევილია) ლუკას დინიე (ევერტონი) ბენჯამენ პავარი (ბაიერნი) ლუკას ერნანდესი (ბაიერნი) პრესნელ კიმპემბე (პსჟ) კლემან ლანგლე (ბარსელონა) ლეო დუბუა (ლიონი) კურტ ზუმა (ჩელსი) ნახევარმცველები: პოლ პოგბა (მანჩესტერ იუნაიტედი) მუსა სისოკო (ტოტენჰემი) ნგოლო კანტე (ჩელსი) ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) კორენტინ ტოლისო (ბაიერნი) ტომას ლემარი (ატლეტიკო) თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (ჩელსი) ანტუან გრიზმანი (ბარსელონა) კილიან მბაპე (პსჟ) კინგსლი კომანი (ბაიერნი) კარიმ ბენზემა (რეალი) ვისამ ბენ-იედერი (მონაკო) უსმან დემბელე (ბარსელონა) მარკუს ტურამი (გლადბახი) საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში გერმანიის, პორტუგალიის და უნგრეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.  პირველ მატჩს დეშამის შეგირდები 15 ივნისს , თბილისის დროით 23:00 საათზე, მიუნხენში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სხვა სტატიები