Belive

6 ტურის შემდეგ, თურქეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტ გოლში მონაწილეობა საბა ლობჟანიძემ მიიღო

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, საბა ლობჟანიძე 2021/22 საკლუბო სეზონს შესანიშნავად იწყებს. "ჰატაისპორის" ქართველი შემტევის აქტივში თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 5 შეხვედრაში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ლობჟანიძესთან ერთად, კარგ ფორმაშია უშუალოდ გუნდიც, რომელსაც 6 ჩატარებული ტურის შემდეგ, ზედიზედ 4 გამარჯვების, 1 ფრის და 1 მარცხის შედეგად 13 ქულა აქვს და მესამე პოზიციას იკავებს. საინტერესოა, რომ ლობჟანიძე ინდივიდუალური სტატისტიკის კუთხით მიმდინარე გათამაშებაში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ზევით გითხარით, 26 წლის ქართველმა ექვს გოლში მიიღო მონაწილეობა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. ბომბარდირთა დავაში, ქართველი ფეხბურთელი მეხუთე ადგილზეა, 3 გოლს + 3 საგოლე პასის დამსახურებით კი "ტრაბზონსპორის" ნიგერიელ თავდამსხმელ, ანტონი ნუაკამისთან (4 გოლი + 2 საგოლე პასი) ერთად მთლიანად ჩემპიონატში პირველ პოზიციაზეა. შემდეგ შეხვედრას "ჰატაისპორი" 26 სექტემბერს, სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზე მყოფ, უშუალო კონკურენტ "ფენერბახჩეს" წინააღმდეგ, საშინაო კედელებში გამართავს.

სხვა სტატიები