Belive

60 მილიონი კაზემიროს სანაცვლოდ - იუნაიტედი ვარსკვლავის შეძენის ზღვარზეა!

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედსა" და მადრიდის "რეალს" შორის, კაზემიროს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა. სხვადასხვა ავტორიტეტული წყაროს მტკიცებით, "წითელი ეშმაკები" კაზემიროს სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს გადაიხდიან, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა 10 მილიონი დაემატოს. ევროპული ფეხბურთის ორ გრანდს შორის შემდგარი შეთანხმების შემდეგ, ტრანსფერის გასაოფიციალურებლად მცირედი დეტალებია დარჩენილი. ფაბრიციო რომანო აღნიშნავს, რომ კაზემიროს სამედიცინო შემოწმება მომდევნო 48 საათის განმავლობაშია ჩანიშნული. სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ, კაზემირო პრემიერ ლიგის გრანდის მაისურს მოირგებს და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

სხვა სტატიები