Belive

60 მილიონი: ფრენკი დე იონგი შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის "ჩელსი" "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის შეძენით დაინტერესებულია და კატალონიურ გრანდს 24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტრანსფერში 40 მილიონ ევროს სთავაზობს. El Nacional-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ეს შემოთავაზება ესპანეთში უარყოფილი იქნება, რადგან კლუბს სურს, რომ დე იონგის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო მიიღოს. წყაროს ცნობით, დე იონგის დამატების პრეტენდენტები ასევე მიუნხენის "ბაიერნი" და ორი მანჩესტერული გრანდი, "იუნაიტედი" და "სიტი" არიან. დე იონგი "ბარსელონას" 2019 წლის ივლისში ამსტერდამის "აიაქსიდან" 86 მილიონ ევროდ განხორციელებული ტრანსფერის შემდეგ შეუერთდა და თითქმის სამი სეზონის განმავლობაში 117 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, აქტივში 14 საგოლე პასი ჩაიწერა და ესპანეთის თასის მოგება მოახერხა. დე იონგს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, Transfermarkt-ი ფეხბურთელის ღირებულებას 70 მილიონ ევროდ აფასებს.

სხვა სტატიები