Belive

£600 მილიონის სანაცვლოდ უემბლის ახალი მფლობელი ეყოლება?!

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
24 ოქტომბერი ინგლისური ფეხბურთისათვის შესაძლოა თარიღად იქცეს. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მაღალჩინოსნები, 24 ოქტომბერს დახურულ შეხვედრაზე შეიკრიბებიან, რათა "უემბლის" გასხვისების თაობაზე იმსჯელონ. "უემბლის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს, ბრიტანული მედია საშუალებები აქტიურად აშუქებენ. არაერთი წყაროს მტკიცებით, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის მმართველ ბორდში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. საფეხბურთო ასოციაციის მმართველ წევრთა უმრავლესობა "უემბლის" გასხვისების კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ. საკულტო სტადიონის შეძენა, ინგლისის პრემიერლიგაში აღზევებული კლუბის, "ფულჰემის" მფლობელს, შაჰიდ ხანს სურს. გავრცელებული ინფორმაციით, "უემბლის" შესაძენად პაკისტანური წარმომავლობის მილიარდელი მზადაა £600 მილიონი გადაიხადოს. "ფულჰემთან" ერთად, შაჰიდ ხანი ამერიკული ფეხბურთის (NFL) ფრენჩაიზის "ჯეკსონვილ იაგუარსის" მფლობელია.

სხვა სტატიები